პოლიტიკური პარტია “ლელოს” ინფორმაციით, საქართელოს პრემიერ-მინისტრი ამ დროისთვის ბრიუსელში უნდა იყოს, თუმცა ეს ვიზიტი გაუქმებულია.
პარტიის წარმომადგენელთა თქმით, დასავლეთის უმწვავესი კრიტიკის ფონზე გახარია იძულებული გახდა მაღალი რანგის შეხვედრები გაეუქმებინა.
“ჩვენთვის ყურმოკვრით გახდა ცნობილი და იმედია ამას ქართული მედია გადაამოწმებს, რომ გიორგი გახარიას დღეს ბრიუსელში უნდა დაეწყო მოლაპარაკება და ვიზიტი ევროპულ კომისაიასთან, რაც ქართული მხარის ინიციატივითვე გადაიდო “- აცხადებს გიორგი გვილავა.
კომენტარები