ტელეკომპანია “იმედი”, მის მიერ დაკვეთილი კვლევაზე “გორბის” შედეგებს აქვეყნებს:
შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ მთავრობამ მხარი დაუჭირა რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს ევროპის საბჭოში, გაეროში და ჰააგის სასამართლოში. მთავრობის ეს ნაბიჯი სწორია თუ არასწორია? – „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 71,4 პროცენტი პასუხობს, რომ სწორია, 15,8% პასუხობს, რომ არასწორია და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს 12,7 პროცენტი.
იმ რესპონდენტებს შორის, ვინც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს ნაბიჯები არასწორია, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 32%, „მთავარის“ მაყურებლის – 4 %.
GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „რამდენად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ მსჯელობას? საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ ახლაც და მომავალშიც თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება?“ პასუხები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთა 76,5% ამ მსჯელობას ეთანხმება, 19,6% არ ეთანხმება, 3,9%კი პასუხობს – არ ვიცი.
გამოკითხულთაგან, რომელთა შორის იყვნენ როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ასეთი სურათი იკვეთება – იმას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ ახლაც და მომავალშიც თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება ეთანხმება „ოცნების“ მხარდამჭერების 94% და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 55%.
GORBI-ს კვლევის მიხედვით, მსჯელობას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში – ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1%, არ ეთანხმება 69,5% და 9,4% პასუხობს რომ არ იცის.
GORBI-ს კვლევის მიხედვით, მსჯელობას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში – ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1%, არ ეთანხმება 69,5% და 9,4% პასუხობს რომ არ იცის.
გორბიმ“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს განაცხადი ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მოგწონთ თუ არა ეს გადაწყვეტილება? რესპონდენტთან 87,8%-ს მოსწონს, არ მოსწონს 8,3%-ს და არ იცის, ან პასუხზე უარს ამბობს 3,9%.
ასევე, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ არსებული პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, როგორია მისი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია? გამოკითხულთა 31,7% ფიქრობს, რომ ის პროდასავლური ძალაა, 28,8% ამბობს, რომ ნეიტრალური ძალაა და ვითარების შესაბამისად მოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, 24,6% ფიქრობს, რომ პრორუსული ძალაა და არ იცის, ან პასუხზე უარს ამბობს რესპონდენტთა 14,9%.
GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, გამართლებულია თუ არა საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გამართვა იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი წარმოებს?“ პასუხები ასე გადანაწილდა:
გაუმართლებელია – 63.5%
გამართლებულია – 30.1%
არ ვიცი/უარი – 6.4%.
ასე ფიქრობს გამოკითხულ რესპონდენტებს შორის „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების“ 29%, „მთავარის“ მაყურებლის 34%, „ტვ პირველის“ მაყურებლის 48%.
GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში ვინ გაიმარჯვებს?“ პასუხები ასე გადანაწილდა:
უკრაინა – 58,1%;
რუსეთი – 12,2%;
არ იცის/უარი პასუხზე – 29,7%.
GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ მთავრობამ უარი განაცხადა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერაზე. თქვენი აზრით, სწორად მოიქცა თუ არა საქართველოს მთავრობა?“ პასუხები ასე გადანაწილდა:
„სწორად მოიქცა“ – 60,5%;
„არასწორად მოიქცა“ – 31,8%
არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე – 7,7%.
ამასთან, უკრაინაში მოხალისე მებრძოლების მხარდაჭერაზე მთავრობის უარს სწორად მიიჩნევს, გამოკითხულ რესპონდენტთაგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 24%, „მთავარის“ მაყურებლის 26% და „ტვ პირველის“ მაყურებლის 39%.
GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ემხრობით თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში? პასუხები ასე გადანაწილდა:
ემხრობა გამოკითხულთა 73,3%, არ ემხრობა 24,5 და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს გამოკითხულთა 2,2%.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით შეკითხვაზე დადებითი პასუხი აქვს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთაგან 96%-ს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთაგან 41%-ს.
„გორბიმ“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს. თქვენი აზრით, მთავრობის ეს ნაბიჯი სწორია თუ არასწორია? 64,5 პროცენტი პასუხობს, რომ სწორია; 30,4%, რომ არასწორია და 5,2% ამბობს, რომ არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.
გამოკითხულ იმ რესპონდენტთა 25 პროცენტი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, ამ კითხვაზე პასუხისას ფიქრობს, რომ მთავრობა სწორად მოიქცა.
იგივე კვლევის მიხედვით, საზოგადოების უმეტესობა “იმედს” ენდობა.
კვლევა „ტელეიმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1 008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.
კომენტარები