ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“გამარჯობა!
მოგმართავთ მათ ვინც ლისის ტბაზე, კუს ტბაზე და სხვა რეკრეაციულ თუ ფლორა-ფაუნის ზონებში და ტერიტრორიაზე პიკნიკობთ ხოლმე, ოჯახთან, ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად.
ზუსტად იმიტომ რომ იტალიაში თქვენნაირი უპასუხისმგებლო რეგვენი ადამიანები არ დაემორჩილნენ საგანგებო მდგომარობას და წესებს, გავიდნენ სკვერებში და რეკრეციულ ზონებში საპიკნიკოდ და მოაწყეს მასობრივი თავშეყრის ადგილები, ახლა არიან საშინელ დღეში.
ციფრებში ეს მდგომარეობა (23 მარტისთვის ) გამოიყურება ასე.
63,927 ინფიცირებული.
6,077 დაღუპული.
7,432 გამოჯანმრთელებული.
3,204 კრიტიკულ მდგომარეობაში.
დაყოველ დღე საშუალოდ 5,000 ზე მეტი ადამიანი ემატება ინფიცირებულთა რიცხვს.
საქართველო იტალიასთან შედარებით არის უფრო პატარა ქვეყნა, გვაქვს გაცილებით უფრო ნაკლები რესურსი და სიტუაციის კონტროლიდან გასვლის შემთხვევაში დავკარგავთ ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის იქნებიან ჩვენი მეგობრები, ნათესავები და სხვა უახლოესი ადამიანები. ანუ ტრაგედია შეგვეხება ყველას, განურჩევლად სოც. მდგომარეობისა და წარმომავლობისა, აღმსარებლობისა და სხვა განსხვავებებისა !!!
#დარჩისახლში არ არის უბრალო მოდას აყოლილი მოწოდება.
მართლა უნდა დარჩე სახლში შე დედამოტ@ნულო მართლა.
(“უფ! გავალ კაცო კორონასი არ მეშინია”. შენ თუ კორონასი არ გეშინია უცნაური არაფერია ამაში, არც ვაჟკაცობაა, მაგრამ შენ რომ დაინფიცირდები და შენ აუცილებლად დაინფიცრდები, და გადასდებ ისეთ ადამიანებს რომლებიც ვერ გაუძლებენ და შენს გამო დაიღუპებიან. მერე გვიანი იქნება თავზე ხელების შემოლაგება, ჩათვალე რომ უმართავი ბიოლოგიური იარაღი ხარ.)
ზუსტად ასე მოხდა იტალიაში, და ზუსტად ასე იქცევით თქვენც ვინც ზერელედ ეკიდებით ამ ამბავს საქართველოში”
კომენტარები