პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეჩერდეს.
“რუსეთს არ უნდა მიეცეს მოგების შესაძლებლობა, რადგან იგი წინ სვლას გააგრძელებს. ეს მის იმპერიალიზმს დაეხმარება. რუსეთი არის ველური ცხოველივით, რომელიც ადამიანებს ჭამს. თუ ველური ცხოველი ადამიანებს ჭამს, ნათქვამია, რომ მას უნდა ესროლო და მოკლა, რადგან ის უკვე მიჩვეულია ადამიანების ხორცის ჭამას. იგივე ხდება რუსეთთან”, – ამბობს დუდა ინტერვიუში.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მოძლიერების შემთხვევაში უკრაინის მთელს ტერიტორიას მოინდომებს, შემდეგ პოლონეთს, ბალტიისპირეთსა და საბჭოთა წარსულის მქონე ყველა ქვეყანას დაესხმება თავს.
კომენტარები