ქართველი ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ხშირად სასარგებლო რჩევებს უზიარებს.
მან რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას რჩევები გამოჯანმრთელებულ პაციენტებსაც მისცა და გაამახვილა ყურადღება, რომ ინფიცირებულმა პაციენტმა უნდა გამოიყენოს თუ არა ის პირადი ჰიგიენის ნივთები, რომელსაც კორონავირუსის დროს იყენებდა.
„ყოფილმა პაციენტმა არაფერი არ უნდა გადააგდოს. მხოლოდ ზედაპირები უნდა დამუშავდეს იმ ოთახში, სადაც იმყოფებოდა. სპირტიანი ან ქლორიანი ხსნარით უნდა გაიწმინდოს ყველაფერი. არაფერი გადასაგდები არაა, არც კბილის ჯაგრისი და არც საპონი. ის შენია და შენი უნდა დარჩეს“- განაცხადა კულუმბეგოვმა.
კომენტარები