უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
“უნდა გადადგეს გამყრელიძე თავის მუშკეტერებიანად, რადგან ისინი არ იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს პანდემიის მართვისას და სრულად ემორჩილებიან უტვინო პრემიერს, რომელსაც აბსოლუტურად არ ადარდებს ხალხის ამოწყვეტა.
როგროც ჩანს, ბავშვებიც ფეხებზე დაიკიდეს და სწავლა ისევ დისტანციური იქნება. როგორ ჩამოვა გავრცელება 4%-ზე იმ სასაცილო შეზღუდვებით და დაბალი აცრის ტემპით, რაც ახლა გვაქვს? 15 სექტემბრამდე 3 კვირაა დარჩენილი. შემოიღონ სათანადო შეზღუდვები და დავარდება გავრცელებაც და ამოისუნთქავს ჯანდაცვის სექტორიც. მერე სკოლებიც გაიხსნებოდა.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არავინ ფიქრობს პანდემიის რეალურ რეგულირებაზე – არავინ! პოლიტიკური სპექტრი ხომ ნეხვია და იმედია, არჩვენებზე გაეცემათ საკადრისი პასუხი; მაგრამ უტვინო პოლიტიკოსების ჭკუაზე რომ დადის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ეს კატასტროფაა, რის ფასსაც ჩვენივე სიცოცხლით ვიხდით.
ვიხოცებით არა პანდემიის, არამედ ცუდი პოლიტიკის გამო!”
კომენტარები