ექიმი, არჩილ მარშანია:
“უნდა გავანძრიოთ თუ არა ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტი?
გავრცელებული აზრის თანახმად, ”ტრავმის დროს, პაციენტის განძრევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება” რაც ცალსახად არასწორი დებულებაა.
სინამდვილეში ეს ისეთივე არასწორია როგორც ვთქვათ ”ტრავმის დროს, პაციენტის განძრევა ყოველთვის შეიძლება”-ს თქმა იქნებოდა.

1) გარემოს დათვალიერება – უსაფრთხოება;
2) პაციენტის შეფასება – პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე;
3) დამხმარე ადამიანების რაოდენობა და პირველადი დახმარების ცოდნა;
4) ხელთ არსებული აღჭურვილობა;
5) რა დრო დასჭირდება სასწრაფო დახმარებას ადგილზე მოსვლისთვის.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით ხდება რისკის და სარგებელის შეფასება და შეფასების შემდეგ კი მოქმედების განსაზღვრა / დაწყება.

1) თუ პაციენტი უგონოა და არ სუნთქვას ან აღენიშნება სიცოცხლისთვის მყისიერად საფრთხის შემქმნელი დაზიანება – ნებისმიერი საშუალებით უნდა მოხდეს პაციენტის გამოყვანა უსაფრთხო გარემოში და დაიწყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
2) თუ გარემო შეიცავს გარდაუვალ და მაღალი რისკის საფრთხეს – ნებისმიერი საშუალებით უნდა მოხდეს პაციენტის გამოყვანა უსაფრთხო გარემოში და დაიწყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
3) თუ პაციენტი სუთქავს და/ან კონტაქტურია, გარემო არ შეიცავს გადაუდებელ მაღალი რისკის საფრთხეს – პაციენტი არ უნდა გაინძრეს, დაფიქსირდეს უსაფრთხო პოზიციაში და დაველოდოთ სასწრაფოს მოსვლას.

ამიტომ ხმამაღალი შეფასებებისგან ჯობს თავის შეკავება, არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რადგან ისედაც არსებობს მითი იმის შესახებ, რომ დახმარების გამო შეიძლება ვინმე დაისაჯოს და ამის გამო ადამიანებმა ზოგადად შეიძლება თავი შეიკავონ სხვისი დახმარებისგან, რაც რიგ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის შეიძლება იყოს.

ჯანმრთელობას გისურვებთ.”

კომენტარები