მწერალი, “ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:
“არა, ერთი თქვენს ტვინში ჩამახედა, პუტინის ფოტოებს სამიზნედ რომ ჰკიდებთ, ატელევიზიებთ და გამრთობებს მოუწოდებთ მოვიდნენ და მიზანში ესროლონ… თქვე, არაქართველებო, თქვე უჯიშოებო, თქვე უდედოებო, რას აკეთებთ ამით?! ვითომ პუტინს ამარცხებთ და გამოხატავთ მის მიმართ აგრესიას? ვინ დაგავალათ იკისროთ ქართველობის მისია?.. მე დაგავალეთ, ხალხმა დაგავალათ?..პუტინის დედაც ვატირე, მაგრამ, თქვე უდღეურებო, ბუჩქების ემისრებო, შარვლის ჩამხდელებო და ერთი ადგილის სიამოვნებით გამომზეურებლებო, მხეცს უფრო ამხეცებთ?! კიდევ კარგი, პუტინს ერთ ადგილას ჰკიდიხართ, თორემ საქართველოს დადუღებას თუ დაიწყებდა, თქვენ ერთმანეთის უკანალში დასამალად ხვრელის ძებნას ვერავინ დაგასწრებდათ, თქვენი მე საჯიშოსა და საგვარეულოს რა ვთქვი, თქვე ყორღანაშვილებო, პუტინი კი არა, თქვენ ხართ ჯერ გასაყვანი საქართველოს რეალობიდან, თქვენ ხართ გასაწკეპლი, გასადევნი კედლის მიღმა, რადგან თქვენ ყველანი პუტინისტები ხართ!..”
“ალია” შეგახსენებთ, რუსეთი ოკუპანტია და მას ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწა. ამჯერად, ოკუპანტი რუსეთი ეომება უკრაინას და ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, მეტიც, იგი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს მაშინაც კი, როცა ცეცხლის შეწყვეტაზე უთანხმდება უკრაინულ მხარეს და 5 მარტს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ, რუსეთმა დაბომბა თავშესაფრიდან გამოყვანილი ხალხი, დაიღუპა 18 თვის ბავშვი.
კომენტარები