საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე:
“ზოგადად, ოპონენტები, ვინც ითვლებიან, ისმის მინიშნებები საეკლესიო განხეთქილებაზე. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა ეკლესიაში, სადაც კი მომხდარა ასეთი რამე და ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი და იგივე ხალხი თავდაპირველად საუბრობდნენ განხეთქილების საშიშროებაზე უკრაინის ავტოკეფალიასთან საქართველოს პოზიციაზე დამოკიდებულებით. ამბობდნენ, რომ გააჩნია რა პოზიციას დაიტოვებს სინოდი ახლა სხვა თემა არსებობს და კვლავ ისმის განხეთქილებაზე საუბარი და ეჭვს იწვევს, ვინმეს გენერალურ გეგმას ხომ არ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიაში მსგავსი პროცესის დაწყება და ხომ არ ხდება ისე, რომ ეძებენ საშუალებას თემას და მიზეზს, რომ როგორღაც ეს პროცესი დაიძრას. ვერავის ვერ დავასახელებ”
ანდრია ჯაღმაიცის განცხადებით, ჭყონდიდში მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ ერთ-ერთი ტაძრიდან განკვეთილმა მღვდელმსახურებმა იქ ლოცვა მაინც აღავლინეს, რაც უხეში დარღვევაა. ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ეპარქიის მღვდელმსახურები ვალდებულები არიან მეუფე სტეფანეს დაემორჩილონ, მანამ, სანამ მათ საჩივარზე აპელაციის შედეგი არ დადგება:
“დღეს დაეთმობა დრო მიმდინარე მოვლენების განსჯას, იმსჯელებენ მღვდელმთავრები, მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ, მამა გრიგოლი, რომელიც მიავლინა მეუფე სტეფანემ ერთ-ერთ ტაძარში მსახურებისთვის არ შეუშვეს ტაძარში, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმთავარმა შეუწყვიტა მღვდელმსახურება, მათ მაინც იმსახურეს. ეს არის უხეში დარღვევა და ელემენტარული ცოდნა სჭირდება იმას, რომ თუ კი მათ აპელაციაზე შემოაქვთ საჩივარი, მანამ სანამ აპელაციის შედეგი არ დადგება, უნდა დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას და ეს კიდევ ერთი დარღვევაა, როცა მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას უგულებელყოფს სასულიერო პირი”
კომენტარები