ჟურნალისტი, ნინო განუგრავა, სოციალურ ქსელში, წერს:
ერთი ჩემთვის საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ.. რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანობასთან..
სხეულის გამოფხიზლების და ცოტა ტონუსში მოყვანის მიზნით წინა შაბათ-კვირას Zumba Fitness – საქართველო ში დავიწყე სიარული.. ძააალიან კარგი იყო.. ძალიან ვიხალისე.. ინსტრუქტორიც ძალიან საყვარელი.. ცეცხლივით გოგო..
თუმცა როგორც ჩანს პირველივე გაკვეთილებზე დიდი დატვირთვა მივიღე.. მთელი გაკვეთილი ვწუწუნებდი როგორ დავიღალე რომ ეგრევე პირველივე მისვლაზე ნუ მომკლავდნენ.
მაგრამ ისიც ამიხსნეს, რომ ისეთი არაფერია რომ მავნოს.. ამიტომ მეც მთელი ჩემი შესაძლებლობით ვყვებოდი..
მოკლედ კვირას გაკვეთილის მერე უკვე ვიგრძენი დისკომფორტი წელის არეში და მეორე დღიდან რაც დამემართა ქე იცით, და ვარ დღემდე გაშოტილი ლოგინში და რამდენნაირი ნემსით ვიბრძვი, რომ როგორმე ფეხზე დავდგე, ვინ მოსთვლის.
მოკლედ ზუმბა კიარადა ტუალეტამდე ვერ გავდივარ..
და ამის შესახებ ვაცნობე რა თქმა უნდა და მივწერე.. რომ ჯანმრთელობის გამო სიარულს ვეღარ შევძლებდი ჯერ ჯერობით, ან საერთოდ შევძლებდი თუ არა ესეც გაურკვეველია.. შესაძლოა ექიმმა სულ არ დამრთოს ნება მსგავსი დატვისთვისთქო.. და ვთხოვე დარჩენილი 6 გაკვეთილის თანხის უკან დაბრუნება.. მოკლედ რობოტებივით იმეორებენ, რომ თანხა მიზნობრივად უკვე გახარჯულია.. რომ მაშინ ინსტრუქტორმა უნდა გადაიხადოს (და აი რა შუაშია ინსტრუქტორი) და რომ შემენახება და როცა დავბრუნდები მაშინ ჩამეთვლება გადახდილად.. და ვერ ვაგებინებ რომ შეიძლება სულ ვერ დავბრუნდე.. მოკლედ არ მიბრუნებენ..
მესმის.. ჩვენთანაც სახელოსნოში ასეა.. თუ გადაიხდის თანხას.. და მერე დაეზარება გაკვეთილზე მოსვლა.. ან დაბადების დღეზე მიდის და აცდენს გაკვეთილს, ჩვენ რა შუაში ვართ და რა თქმა უნდა არ ვანაზღაურებთ.. მაგრამ როცა ბავშვმა ფეხი მოიტეხა, ეგეც რა თქმა უნდა მაშინვე უკან გადავურიცხეთ დარჩენილი თანხა.. ჯანმრთელობის პრობლემა ყოველთვის პრავდება.
ჰოდა მეც რაიმე აკვიატებული მიზეზით ხომ არ ვითხოვ რომ აღარ მინდა სიარული.. ეგ პრობლემა მაქვს ხალხო.. ვერ ვმოძრაობ.. რანაირად ვივლი..
და რაის მიზნობრივად გახარჯვა.. და რაის შეგენახება..
სულ რომ ხვალვე შემეძლოს, ამ ბანძი და არაჰუმანური დამოკიდებულების გამო არასდროს დავბრუნდები ამ დარბაზში.. და იყავით.. ინახეთ და ელოდეთ სიცოცხლის ბოლომდე ჩემს დაბრუნებას..
პრინციპში მიზნობრივად უკვე გახარჯულიაო და რას მინახავენ ეგ ცოტა ვერ გავიგე.
ჰო.. კიდე სრულიად შესაძლებელი იყო საერთოდ არ მქონოდა ჯერ გადახდილი . . ჩემი კეთილი ნებით პირველივე გაკვეთილზე ჩავრიცხე.. თუმცა იქვე მეუბნებოდნენ არ იყო ასეთი საჩქარო და მერეც შემეძლო გადახდა.. ნეტა მაგ შემთხვევაში რას მომთხოვდით?
მოკლედ ძაან იმედგაცრუებული ვარ.. ხომ არც დამაქცევს და არც ამაყვავებს ეგ 90₾ (ნუ მინუს ორი გაკვეთილის) მაგრამ უბრალოდ ტეხავს ასეთი მიდგომა.. ახალგაზრდა ადამიანებს ეს როგორ არ უნდა ესმოდეთ?
(ახალგაზრდა და ძველგაზრდა და ასაკი არაფერ შუაშია, უბრალოდ მათ ახალგაზრდობას ავღნიშნავ)
ასე რომ ყველამ გაითვალისწინეთ.. ნუ მიათხლიშავთ ეგრევე.. თორემ რამე გაუთვალისწინებლის შემთხვევაში თქვენც შეიძლება ჩემს ადგილას აღმოჩნდეთ.
კომენტარები