პრემიერი, რომელიც პარლამენტშია, რომან გოცირიძეს პასუხობს:
“30 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ გადაწყვიტა იპოთეკური სესხით ეყიდა ბინა, აქედან 25 ათასმა უკვე შეიტანა პირველი შენატანი და შენობა კი არ არის დამთავრებული. ბატონი რომანი გვთავაზობს, ჩვენ ეს მოქალაქეების მივატოვოთ ისე, როგორც მათ მიატოვოს მოქალაქეების 2008 წლის მერე. თურმე, ამ 25 ათასს მოქალაქეს არ უნდა მივხმარებოდით და მშენებარე ჩონჩხებით გავსებულიყო თბილისი.
ჯანდაცვის ბიუჯეტი 332 მილიონი იყო 2012 წელს, ახლა არის მილიარდ 76 მილიონი, ადამიანს შვილის სამკურნალოდ სახლის გაყიდვა უხდებოდა….
მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ 330 ლარი საშუალოდ, დღეს მასწავლებლის ხელფასი არის 1028 ლარი.
თვითდასაქმებული რა იყო არ აინტერესებდა ბატონ რომანს, არც აღირიცხებოდა 2012 წლამდე… დღეს გვედავებიან იმას, რომ თურმე თვითდასაქმებულებს ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ, რომ დავხმარებოდით.
მე დაგპირდით, რომ სოციალური გადახდები დაიწყებოდა და დაიწყო – 72 175 ჩვენმა მოქალაქეს უკვე ჩაერიცხა 200 ლარიანი დახმარება.
194 796 სოციალური დახმარების პირველი ჩანარიცხი ჩაერიცხათ.
18 000 ფერმერმა უკვე შეიძინა აგროდიზელი და 27 000 ფერმერს უკვე აგროქულები დაერიცხა… და ა.შ. “
კომენტარები