ყოფილი პარლამენტარი, ოთარ ჩრდილელი, სოციალური ქსელით, გაზეთ “ვაშინგტონ თაიმსის” წერილს ეხმაურება და წერს:
“ამერიკა
სამწუხაროდ ეს ქვეყანა, ნეო-ლიბერალიზმის ჭაობში ნებსით თუ უნებლიეთ იძირება:
პრეზიდენტ ტრამპის დაუძინებელმა მტერმა წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელმა ნენსი პელოსიმ წინადადება შემოიტანა, რომ:
შეიქმნას კომიტეტი სადაც ყველა გენდერულ იდენტობას სცემენ პატივს, შეიცვლება ოჯახის წევრებისადმი მიმართვის ფორმაც
მამაკაცი, ქალი, გოგო, ბიჭი, ბიძა, დეიდა-იწოდებოდეს, როგორც ,,მშობელი, ბავშვი,,
ასევე უნდა გამოიყენებოდეს სიტყვა Sibling რომელშიც ძმაც იგულისხმება და დაც, სქესის აღნიშვნის გარეშე
დედინაცვალი, მამინაცვალი, შეძენილი მშობლები შესაბამისად – stepmother, stepfather, stepparent…
ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ერქმევა:
დედას-დედა
კაცს-კაცი!!
ვისაც დეგენერატულ-ავადმყოფური იდეები გკლავთ, რომ დედა და მამა მოვიხსენიოთ, როგორც: მორალურად დეგრადირებულებს უნდათ: მშობელი1 და მშობელი2
უმორჩილესად გთხოვთ: თქვენით დატოვოთ ჩემი სამეგობრო
მე ვიყვე ცუდი, ბნელი, უწიგნური, ღრუზინი და მაგ ლოღიკით თქვენ იყავით: ნათელი, მწიგნობარ-ლიბერალნი ოღონდ ჩემს სივრცეს არ გაეკაროთ
საერთოდ სხვადასხვა მხარეს ვართ: მე და ეს ფსევდო-ლიბერალიზმი…
მეეჭვება, მარტო ვიყვე”
კომენტარები