უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ემინე ჯაპაროვამ Twitter-ზე დაწერა:
რომ UNESCO-მ უკრაინული ბორში არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ამის შესახებ
„უკრაინული ბორში დერუსიფიცირებულია!“, – დაწერა ჯაფაროვამ.
მან განმარტა, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამთავრობათაშორისო კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე უკრაინული ელემენტი “უკრაინული ბორშის სამზარეულოს კულტურა” შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, რომელიც საჭიროებს სასწრაფო დაცვას.
ჯაფაროვას თქმით, ისტორიაში პირველად, ნომინაციის დოსიე რიგგარეშე განიხილებოდა უკრაინაში რეალურ დროში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისა და კულტურული ელემენტისთვის რეალური საფრთხის გამო.
„ჩვენ სიამოვნებით გავუზიარებთ ბორშს და მის რეცეპტებს ყველა ცივილიზებულ ქვეყანას და ასევე არაცივილიზებულ ქვეყანას, რათა მათ მაინც ჰქონდეთ რაღაც მსუბუქი, გემრიელი და უკრაინული. მაგრამ გახსოვდეთ და იყავით, რა თქმა უნდა, როგორც ბორშის ომში, ამ ომსაც ჩვენ მოვიგებთ“, – წერს ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მანამდე, ერთ-ერთ ბრიფინგზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ბორშს „უკრაინული ნაციზმის“ დადასტურებას უწოდა.
„ის ერთი ხალხის, ერთი ეროვნების კუთვნილება უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა საერთო ყოფილიყო? და ყველა ქალაქსა და რეგიონში დიასახლისს თავისებურად მოეხარშა? არა. მათ (უკრაინელებს) არ უნდათ კომპრომისზე წასვლა. სწორედ ეს არის ქსენოფობია, რასიზმი და ექსტრემიზმის ყოველგვარი გამოვლინება. “
კომენტარები