ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე შესაძლო სრული ემბარგოს დაწესების შემდეგ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთთან ვაჭრობას 2023 წლის ბოლომდე მაინც შეძლებენ. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც BBC იტყობინება, ევროკავშირი ამ ნაბიჯით იღებს ზომებს, რათა რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებულმა ქვეყნებმა სანქციების ახალ პაკეტს ვეტო არ დაადონ. შედეგად ორივე ქვეყანა ჩაერთვება ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოში.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ემბარგოს რუსეთის იმპორტულ ნავთობსა და გაზზე კვლავ ეწინააღმდეგებიან. მეორე მხრივ, 1 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია ევროკავშირის სრულ ემბარგოს მხარს დაუჭერს.
კომენტარები