უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს.
„ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ უნგრეთის კანონს და ამის საფუძველზე ვერ დავაპატიმრებთ რუსეთის პრეზიდენტს, რადგან ICC-ის სტატუტი უნგრეთში არ არის გამოქვეყნებული,
ეს გადაწყვეტილებები ყველაზე ხელსაყრელი არ არის, რადგან მათ უფრო მეტ ესკალაციამდე მივყავართ და არა მშვიდობისკენ, ეს არის ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება“, – განაცხადა მან.
კომენტარები