ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, უნგრეთი სრულად დემოკრატიულ ქვეყნად ვეღარ ჩაითვლება. 15 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციას დეპუტატების 81%-მა დაუჭირა მხარი.
დოკუმენტის თანახმად, უნგრეთი გადაიქცა საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად, რის მიზეზადაც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის რღვევაა დასახელებული.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის რეკომენდაციას უნგრეთისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მოსაწყენი ხუმრობა უწოდა.
წყარო – ტაბულა
კომენტარები