უნგრეთის პარლამენტმა 133-57-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სქესის შეცვლის აკრძალვას,რომლის ფონზეც ტრანსგენდერ ადამიანს არ შეეძლებათ თავიანთი სქესი საიდენტიფიკაციო დოკუმენტში ოფიციალურად შეცვალონ.
„სახელმწიფოს გადაწყვეტილება- დაარეგისტრიროს ბავშვის ბიოლოგიური სქესი მათი დაბადების მოწმობაში არ ეწინააღმდეგება ქალებისა და მამაკაცების უფლებებს, თავისუფლად ცხოვრობდნენ და მოქმედებდნენ თავიანთი იდენტობის შესაბამისად ისე როგორც მათ სურთ“- ნათქვამია მთავრობის კომუნიკაციების უწყების განცხადებაში.
პარლამენტის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა დაგმეს- ეს უნგრეთს წინა საუკუნეებში დააბრუნებს“- აღნიშნა Amnesty International-ის უნგრული ორგანიზაციის დირექტორმა, დევიდ ვიგმა. მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ორბანის ხელმძღვანელობით, აღნიშნავს, რომ ამ ფორმით აღმოიფხვრება მრავალი იურიდიული გაუგებრობა, რასაც სიტყვა სქესი სხვადასხვანაირ გაგებას იწვევდა.
კომენტარები