მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას ეკა ბესელია აფასებს და მედიასთან, ამბობს:
“თუ ვინმეს ჰგონია, მთავრობას ან პარლამენტს, რომ სალომე ზურაბიშვილს ამ იმპიჩმენტის პოროცედურით ჩარჩოს შემოუსაზღვრავს და ფართობს მიუჩენს, რა ტრაექტორიით უნდა იმოძრაოს, არ იცნობენ და თუ კიდევ ვერ გაიგეს, პრეზიდენტად ვინ ჰყავთ არჩეული, მაშინ აზრიც აღარ აქვს და დაელოდონ, როგორ დაემორჩილება პრეზიდენტი ზურაბიშვილი კობახიძის ან პაპუაშვილის მიერ შემოსაზღვრულ ტრაექტორიას და უყურონ, რა შეუძლია გააკეთოს პრეზიდენტმა.
რაც ვნახეთ, ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი, რომელიც ისტორიას დარჩება და მათ შთამომავლებს შერცხვებათ, რომ ამ ტიპის სამარცხვინო პროცესში გაახვიეს ქვეყანა.
საიდანაც არ უნდა შეხედო ამ საკითხს, ზემოდან დახედო, ისე ვიწროდ შეხედო, როგორც კობახიძე კითხულობს, პრიმიტიულად კანონს, ყველა პრიზმიდან არის ძალიან დიდი კრახი მათთვის. თავიც ხომ მოიჭრეს თვითონ, ქვეყანასაც ხომ მიაყენეს ზიანი, თორემ დანარჩენი ეს სახელმძღვანელოდ დარჩება, ალბათ, ძალიან ბევრი იურისტი გაიზრდება მომავალში, რომელიც ისწავლის, როგორ არ უნდა მოიქცეს ქვეყნის მოხელე.
ნებისმიერი, ვისაც კი ოდნავ კრიტიკული აზროვნება აქვს, ყველა მიხვდა ამ პროცესით, რომ ეს იყო უნიჭო შურისძიების აქტი.”
კომენტარები