თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს სპეციალური განცხადებით თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ეხმაურება, სადაც ჯაბა სამუშია წინა მოწვევის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი იყო.
“შემაშფოთებელია, რომ უნივერსიტეტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს იქცეს სუს-ის, თეა წულუკიანისა თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა გავლენების სივრცედ, რადგან ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება თუ რას აკეთებს წულუკიანი ხელოვნებაში – კლავს თავისუფლებასა და განვითარებას.” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დღეს, კონკურში მონაწილე ერთადერთი პირი, ჯაბა სამუშია აირჩიეს
კომენტარები