თავდასხმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტზე – ნაცემია ირაკლი მილაძე, სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში შეხვედრას რუსული კანონის წინააღმდეგ აწყობდა.
უნივერსიტეტში ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა. გვაინტერესებდა, ამ აქციებთან დაკავშირებით რა პოზიცია ჰქონდათ მათ. შევჯერდით რაღაც საკითხებზე და როცა გამოვდიოდი აუდიტორიიდან, რამდენიმე შავებში ჩაცმული სტუდენტი, რომელიც ამავე თვითმმართველობის წევრები არიან, მთხოვდა გვერდით გავსულიყავი, მეუბნებოდნენ, რომ სალაპარაკო ჰქონდათ. მას შემდეგ რაც უნივერსიტეტის გვერდზე გასვლაზე უარი ვუთხარი, ერთ-ერთმა დამარტყა. ამ დროს წიწაკის სპრეი გამოვიყენე. უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში შევვარდი. 50 ადამიანი მოვარდა, წრე შემოარტყეს სახლს, იგინებოდნენ და იმუქრებოდნენ”- აცხადებს სტუდენტი.
კომენტარები