პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე:
“შარტავას ქუჩის ამბავი: არ არის კანონი, არ არის, არანაირი წესი, არ არის ადამიანობა და ელემენტარული პასუხისმგებლობა. უპასუხიმგებლო ხალხი დათარეშობს ქუჩებში და ამას უდანაშაული ბავშვებს ვწირავთ. ომია, თბილისის ქუჩებშიც ომია. კარგი კანონებით და წესრიგით შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება. ნულოვანი ტოლერანტობა ყველას ვინც საკუთარ ვნებებს მზად არის სხვისი სიცოცხლე გადააყოლოს. მკაცრი საგზაო კანონმდებლობა და მკაცრი აღსრულება.”
კომენტარები