დეკანოზი თამაზ ლომიძე:
„ეს დღეები სულ ის წარმოუდგენელი კადრები მახსენდება, როგორ მიათრევენ ნაშიმშილებ, მოტყუებულ, ტანსაცმელშემოხეულ საქართველოს პრეზიდენტს ციხის დერეფანში, შემდეგ ძირს აგდებენ და ხროვად ადგანან თავზე. მარტო ვარ, მაგრამ საოცრად მრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო და კითხვები მომდის: ღმერთო, ეს რა ჩაიდინეს? ეს როგორ დაუშვეს? ეს რა იკადრეს და როგორ საქვეყნოდ თავი მოჭრეს საქართველოს. წარმოიდგინეთ, ეს სამარცხვინო კადრები ნახეს მილიონებმა უცხოეთში, ნახეს ჩვენმა მტრებმა, დაგვცინეს, ბოროტად გაიხარეს ჩვენს სიბრიყვეზე და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ეს კადრები ნახა საქართველოს მომავალმა – ჩვენმა ახალგაზრდებმა, მოზარდებმა და ბავშვებმაც კი. ეს არის ყველაზე ტრაგიკული ამ კადრების გასაჯაროვებაში, რომ საქართველოს მომავალმა თაობამ ნახა ეს უსირცხვილობა და საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის ასეთი სულმდაბალი შეურაცხყოფა. ქართველებმა ესეც დაუშვეს. უპატიებელი და ჩამოუხოცავი დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ ამ კადრების გასაჯაროვებით. ეს რა იკადრეს?“
კომენტარები