ყოფილი დიპლომატი, მამუკა გამყრელიძე:
„ქვეყნის დამშვიდებას და წინსვლას ხელს უშლის ჩვენი ეროვნული თავისებურება. ჩვენს ტვინებში (ვისაც აქვს) ფორმირდება ორი ღილაკი. თეთრი და შავი. წითელი და მწვანე. ცუდი და კარგი. ჩვენიანი და მტერი etc. მოკლედ, სულ ორ პოზიციას ვხედავთ და ორად ორ არჩევანს ვიტოვებთ. შესაბამისად მოვლენებსაც მხოლოდ ორ განზომილებაში სიგრძე-სიგანეში ვაკვირდებით და ვერ ვხედავთ ვერც მესამე განზომილებას – სიღრმეს და ვერც ამ მოვლენის კავშირს მეოთხე განზომილებასთან – დროსთან.
ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამომდინარე ჩვენ ვიყოფით “არჩევან-არადანად” და ვიმყოფებით პერმანენტულ დაპირისპირებაში. ამიტომაც ვერ ხდება საერთო მიზნის ჩამოყალიბება, ვერც შეთანხმება მის მისაღწევად ერთიანი ძალისხმევით.
ჰო, რაც მთავარია, გათვლა არჩევან-არადანზე ხდება მხოლოდ პერსონალური ხეირის და არა საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
საშველი ? კვლავ მივდივართ მილიონჯერ ნახსენებ სამოქალაქო განათლებასა და თვითშეგნებასთან.
როცა ქუჩაში ყველა (ყველა !!!) დაიწყებს საკუთარი ძაღლის ნეხვის აკრეფას, მაშინ დაიძრება წინ ჩვენი მატარებელი. უპატრონო ძაღლების ნეხვის აკრეფას, რომ დავიწყებთ, ე მაშინ კიდეც გავფრინდებით და კიდეც გავბრწყინდებით “
კომენტარები