ლევან მურუსიძე „მთავარ არხთან“ გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ მას არაფერი ჩაუდენია აშშ-ისგან სანქცირება რომ ეკუთვნოდეს:
„უფ არა უშავს, ცხოვრება გაგრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება, თუ დამასანქცირებენ თავს ხომ არ მოვიკლავ, რა გავაკეთო. ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, ისეთი არაფერი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ რა ვქნათ. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა, მიმაჩნია თუ ეს ასეა, ძალიან დიდი უსამართლობაა.
რომ ვთქვა, მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რამე, არც ანგარიშები არ მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ახლა აშშ-ში ან ევროკავშირში არ შემიშვებენ, მე მგონი ბაბუაჩემსაც არ უვლია, მაგრამ უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია. არავის არ უკითხავს რატომ მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილებები, რომ ეკითხათ შეიძლება ეთქვა სასამართლოს თავის არგუმენტები…“ — ამბობს მურისიძე „მთავარ არხთან“.
კომენტარები