ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“უფასო რჩევა პოლიტიკოსებს – მათიკაშვილი ივანიშვილის მაგალითზე
—-
ძალიან მნიშვნელოვანია ვის უშვებ მოლაპარაკებებზე – სახელმწიფოს კონტექსტში ხომ მნიშვნელოვანია და კაცს, რომ კაცთან მიაგზავნი, მანდაც. რაოდენ ახლობელიც უნდა იყოს, თუ არ იცის ამბავი როგორ მოჰყვეს და გადასცეს მსმენელს – არაფერი გამოვა. იგივე ხდება, როდესაც შენს დასაცავად არამკითხე მოამბე (ან დავალდებულებული) გამოიდებს თავს და ეს რეპუტაციულად უფრო გაზიანებს ადამიანს.
ეს ყველაფერი იმაზე გამახსენდა – მათიკაშვილი რომ იცავს ბიძინა ივანიშვილს და „კრედიტ სუისთან“ დავის საკითხზე აკეთებს კომენტარს.
ისე ამ “ქეისზე” მე ჩემი აზრი მაქვს – მხოლოდ მორალური გადასახედიდან და შინაგანი ემოციური განცდიდან გამომდინარე – ამის იქეთ კომპეტენცია ნამდვილად არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერს გავეცანი. ასე არიან ალბათ სხვებიც. მაგრამ მათიკაშვილის – “არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია” საშინელი ფრაზაა და აქ ივანიშვილის დაცვა არაფერ შუაშია. რეალურად ეგოს იფხანს – “მე ვიცნობო”…
პოლიტიკურადაც და მორალურ ზნეობრივადაც ცუდი განცხადებაა – არადამაჯერებელია მისგან წარმოთქმული და ამას ფაქტან არავითარი კავშირი არ აქვს (ანუ შეიძლება თუ არა იმასთან), რადგან ის არასოდეს ყოფილა ივანიშვილის გარემოცვის წევრი და მით უფრო ოჯახის, საქმესთან დაკავშირებით კი არ გააჩნია სტატუსი და არც კომპეტენცია.
“აუ, ეს პოლიტიკური შეფასებაა”, – კიდეც უფრო აბსურდულს ხდის იმას რომ მათიკაშვილი იცნობს ივანიშვილს. ამიტომ ვამბობ ხოლმე ხშირად – მთავარი ის არის ვინ ამბობს და მერე რას (იხილეთ სენეკა). და ეს “ვინ” და “რას” თუ ერთმანეთთან არ არის კორელაციაში “ვინ” ხდება ხან სასაცილო, ხან კიდევ საბრალო, ფაქტი კი აბსურდს ემსგავსება ან ხდება ფაქტის იგნორირება … დიახ, ერთი უწყინარი მაგალითით მინდა “ძვირფასო პოლიტიკოსებო” და “PR-შიკებო” დაგანახოთ ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რაც პოლიტიკური ნდობა – უნდობლობის პრიზმაში უნდა გაიაზროთ. მესმის, მათიკაშვილისთვის პატივია ივანიშვილის გვარის ხსენებაც კი, მაგრამ აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, პირველ რიგში საკუთარი ეგოს მოფხანა – პოლიტიკური შეცდომაა.
ამიტომ, ყურადღებით შეარჩიეთ ხოლმე ადამიანი ვისაც “ვინმესთან” მიაგზავნით და ვისაც ასაუბრებთ თქვენზე თუ სხვაზე.”
კომენტარები