ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების დახურვის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ამბობენ რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.
უფლებადამცველების თქმით, განყოფილების დახურვით საფრთხე ექმნება იმ ადამიანებს, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფსიქოსოციალური დახმარება.
ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკამ ეს გადაწყვეტილება დაფინანსების პრობლემების გამო მიიღო. უფლებადამცველები კლინიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ.
კომენტარები