მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 11 პირია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განუცხადა.
ის ამ წუთებში თბილისის საპატრულო პოლიციის შენობასთან, სხვა უფლებადამცველებთან ერთად იმყოფება.
ქობესაშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებულებთან შესვლას გეგმავს.
კომენტარები