„პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“მაისამდე პურპროდუქტებში თავის ტკივილი არ გვექნება. მაისამდე ქვეყანა არის უზრუნველყოფილი იმით, რომ პურზე ფასი არ შეიცვლება და მარაგიც არის.
ქვეყანაში ამ დროისთვის, ხორბლისა და ფქვილის 2-3 თვის მარაგია.
თუ ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 70 ლარამდე იქნება, ამ შემთხვევაში პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუ ამ ნიშნულს გადასცდა, შემდეგ ალბათ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება ან სხვა სიტუაცია იქნება.
უფრო ადვილია სუბსიდირება ფქვილზე, ან ხორბალზე გაკეთდეს და არა პურზე, იმიტომ, რომ პურის დამამზადებელი ქვეყანაში საკმაოდ ბევრია, დაახლოებით 2400-ზე მეტი. ამიტომ პურის სუბსიდირება ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება და უფრო ადვილია, თუ ფქვილზე გაკეთდება.
სახელმწიფომ ხორბლისა და ფქვილის შემოტანაზე მომუშავე კომპანიებზე გასცა დავალება, რომ 2-3 თვის მარაგი ხორბალი უნდა შეიძინონ. თუ ეს არ იქნება რუსეთი, შესაძლებელია იყოს ევროპის რომელიმე ქვეყანა. მოლაპარაკება მიდის ყაზახეთთანაც.”
კომენტარები