რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ლევან გოფოძე კორონვირუსის ე.წ. ინდურ შტამსა და კლასიკური კორონავირუსის შტამებზე საუბრობს რუსთავი2-თან:
“რაიმე განსხვავებული მკურნალობა ამ ეტაპზე, რადგანაც მათ არ აქვთ მძიმე ფორმა, არ განიხილება. ჩვეულებრივად არსებობს პროტოკოლი, როგორც მოგეხსენებათ, რომლის მიხედვითაც, მიმდინარეობს მკურნალობა კოვიდინფიცირებულების. განსხვავებული შტამებისთვის დამახასიათებელი არის უფრო სწრაფი გავრცელება და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში გავრცელება, რაც არ ახასიათებდა ე.წ. კლასიკურ შტამს. ამ შემთხვევაში, ეს შტამები ვრცელდება ბავშვებშიც და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მაქსიმალური დაცვის საჭიროებაზე, როგორიც არის ნიღაბი და სოციალური დისტანცირება. შეუძლებელია სხვანაირად ამ ეტაპზე ამ ინფექციის შეჩერება, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება.
განსაკუთრებით უკანასკნელ ხანებში ე.წ. მესამე ტალღის პირობებში, ბევრად უფრო მეტი მძიმე პაციენტი მოხვდა კლინიკებში. საქმე იმაშია, რომ ამ დამძიმების გამომწვევი იყო ალბათ შტამის განსაზღვრული ცვლილებაც, მიმდინარეობის მიხედვით, იმიტომ, რომ თუ ჩვეულებისამებრ მე-8-10 დღეს ხდებოდა ძირითადი გართულებების გამოვლენა, ახლა მე-10-12 დღეს გადაინაცვლა ამ პიკმა და ბუნებრივია ამ ფონზე უფრო მძიმე კლინიკური ფორმები გამოვლინდა.
ერთადერთი, საკმაოდ დატვირთული არის ჩვენი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებები, სადაც უტარდებათ მკურნალობა საკმაოდ მძიმე პაციენტებს. რაც შეეხება დანარჩენ სექტორს, ე.წ. თერაპიულ სექტორს, აქ თავისუფალი ადგილები გვაქვს და ჯერჯერობით, მიმართვიანობა არ არის ისეთი, რომ რაიმე პრობლემას უქმნიდეს ჩვენს მოსახლეობას”
კომენტარები