საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“უფროსების სკამი – არ მოგესმათ ასე წერია და შეგიძლიათ ნახოთ – 1 200 ლარი.
თავმჯდომარის მაგიდა – 1 770 ლარი.
გარე გამოყენების სავარძელი – 9 350 ლარი. (12 ცალი – 112 200 ლარი)
რბილი პუფები – 600 ლარი. (10 ცალი – 6 000 ლარი)
ნაცრისფერი საყვავილეები – 400 ლარი. (44 ცალი – 17 600 ლარი)
სავარძელი დერეფნებში – 2 400 ლარი (2 ცალი – 4 800 ლარი)
სანამ ხალხი სახლში გამოკეტეს წულუკიანმა 1 მილიონ 688 ათასი ლარის ავეჯი შეიძინა.”
“ალია” უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მიგაქვთ ყვავილები იუსტიციის მინისტრთან, თორემ, პანდემიის დროს, მინისტრმა 17 600 ლარი გადაიხადა საყვავილეებში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ წულუკიანმა ათობით თანამშრომელი დაითხოვა პანდემიისა დროს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მაშინ როცა პრემიერი ამბობს, რომ ომში ვართ და ყველა უნდა გაუფრთხილდეს თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს… მაგრამ, როგორც რა ქნას უფროსმა, რომელსაც “უფროსის სკამი” სჭირდება და რა გააკეთოს, როცა ამდენი ყვავილები მიგაქვთ და სჭირდება 400 ლარიანი საყვავილეები?
“რაღაც არის ციხეში ისეთი, რაც პროფესიონალი ექიმების თვალმა არ უნდა ნახოს!”
“მონა აქ არავინ არ არის” – რა უპასუხა თეა წულუკიანს თანამშრომელმა
კომენტარები