ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი იხსენებს, რომ კომპანიის მმართველმა 20 თანამშრომელი სტაჟიორის თხოვნაზე უარის თქმის გამო დაკარგა. ინფორმაციას Reddit ავრცელებს.
ავტორი წერს, რომ ის მუშაობს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ერთხელ კი შეესწრო სცენას, როცა სტაჟიორი გოგო უფროსთან მივიდა და რამდენიმედღიანი შვებულება სთხოვა, რადგან მას დედამ დაურეკა და შეატყობინა, რომ მისი კატა კვდებოდა, შინაური ცხოველის წაყვანა კი ვეტერინართან აუცილებელი იყო.
თხოვნას უფროსმა სტაჟიორისადმი ყვირილით უპასუხა და უარი განუცხადა. მან უთხრა, რომ ცხოველები ადამიანები არ არიან და შვებულებას კატის გამო არ მისცემდა. შედეგად გოგონამ ტირილი დაიწყო, საკუთარი ნივთები აკრიფა და ოფისიდან გაიქცა.
ამის შემსწრე თანამშრომელმა წერილი დაგზავნა კომპანიის თანამშრომლებთან და არაემპათიური ხელმძღვანელის შესახებ მოყვა, შედეგად 20-მა თანამშრომელმა დატოვა კომპანია და საჩივარი დაიწერა ხელმძღვანელის თაობაზეც, რომელიც შესაძლოა კომპანიის მფლობელმა მომხდარის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები