მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბავშვი არ იკლავს თავს. ნებისმიერ ყოფით გარემოს და სტრესს უმკლავდება მისი ინტუიტური სილაღე, მისწრაფება ჯერეთ აუთვისებელი სიცოცხლის, ცხოვრებისადმი. ნებისმიერ საშინელებას დაძლევს ბავშვის ქვეცნობიერი თუ ცნობიერი, დაუოკებელი ინტერესი სამყაროს მიმართ. ბავშვურ სისუსტეში და უმწიფრობაშია მოცემული უზარმაზარი, ღვთიური, აუხსნელი ძალა, რომელიც გამორიცხავს, არც-კი მოიაზრებს თავის არსში დასასრულს…
გავიგე თუ არა, უპირობოდ, უყოყმანოდ დავასკვენი – ეს ბავშვი მოკლეს. დაე იქ გააგრძელოს სიცოცხლე მისმა სულმა, მისმა სამშვინელმა, სადაც არაფერი იქნება საქართველოსმაგვარი. ჭირისუფალი ვარ. RIP“
კომენტარები