პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “ტვ პირველთან”, კითხვას, რა შეიძლება შესთავაზონ ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, ასე პასუხობს:
რომ იძახი რაღაცაში ამას გაგიცვლიო, ნონსესია, ხო? აფიქსირებ, რომ უპრინციპო ვარ და თან არ გამომდის უპრინციპო ხრიკი და უპრინციპობაში, ვირეშმაკობაში, უზნეობაში ივანიშვილს ვერ მოუგებ, მისი მოგონილია ეგ სამყარო, მაგ სამყაროში ჩამოყალიბდა, საბჭოთა კავშირის და მოსკოვის გახრწნილი პოლიტიკური კლასის შედეგია ეს კაცი, რომელიც ჩვენ თვალწინ დასავლეთს უცხადებს ომს და ამავე დროს, ჩვენ ვამყარებთ რაღაცა იმედებს, თხოვნით რაღაცის გაკეთების დაშვებაზე. ეს არის სისულელე, სამწუხაროდ.
ისეც რომ არ იფიქროთ, არ ჩანს არაფრის პერსპექტივაო, ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, არაა სასურველი იდენტურად რომ განმეორდეს, მაგრამ უკრაინაში მაიდანზე იყო შედარებითი მდგომარეობა, იყო პუტინისტი ხელისუფლება რომელიც ღალატობდა უკრაინას, პოლიტიკური კლასი, მისი ოპონენტების უდიდესი ნაწილი იყო დისკრედიტირებული, მათ შორის, იქაც პოლიტიკური კლასის უპრინციპობის გამო, პოლიტიკური ლიდერი იჯდა ციხეში, არ ვატარებ ზუსტ პარალელს, ისიც იყო ძალიან დისკრედიტირებული, ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა და იყო უიმედობა და უკრაინულმა საზოგადოებამ, იმ პოლიტიკოსებმაც, ვინც გამოიჩინეს პრინციპულობა, მოახერხეს საზოგადოების შემოკრება რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს, ყველა ადამიანს ვინც აღფრთოვანებულია უკრიანის ბრძოლით და უნდა იყვნენ, იმსახურებენ ამ აღფრთოვანებას, უნდა ახსოვდეს რომ იყო პერიოდი, როცა ეს ხალხი იყო ასეთ მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ გვაქვს პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გავუშვათ.
კომენტარები