პოლიტიკოსი, მიშა მაჭავარიანი, “ტვ პირველთან” ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაზე საუბრისას, ამბობს:
“უყურეთ დღეს პოლიციელების რეაქციას? როგორ ესაუბრებიან… ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა. ეს სტილია მაგათი. რიჟვაძე, მაგალითად, ამ ხელისუფლების ნათელი მაგალითია – რიჟვაძეს ბაძავს ყველა. უყურეთ პოლიციელებს? არ შეიძლება მქონდეს განცდა, რომ ეს პოლიციელები იცავენ წესრიგს. იმედი მქონდა, ალბათ, ვიღაც დარჩა იქ პროფესიონალი, ავარჯიშებს სპეც რაზმს, აქვთ გაიდლაინები. ამ ადამიანს სამაგალითოდ დასჯიან. ესენი არ სჯიან ადამიანებს, რომლებიც მერე სჭირდებათ რაღაც საქმეში. ამას წინათ წავიკითხე, ადამიანი ქურდული სამყაროს წევრობისთვის დააკავეს და მერე აღმოჩნდა თურქეთში.
ეს არის შედეგი იმისა, რასაც 5–6 წელია ვადევნებთ თვალს., დამოკიდებულებას მინისტრისას, ასეთ არხეინს, იქ გაიხუმრებს, მისი ქვეშევრდომიც უყურებს. ის კი არა, რომ დღეს ყველაფერი კარგად დამთავრდა, ეს ყველაფერი თუ არ შეიცვლება, მივიღებთ მახინჯ სისტემას. კარგად მახსოვს შევარდნაძის დროს ჩატარებული ბრწყინვალე ოპერაციები ასეთი ტიპის, ვერც შეედრება ამ სპეცოპერაციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ხელისუფლება კარგი იყო.
კომენტარები