გრინ ბარეტი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სოციალური დასტანცია,” – ანუ ისედაც “გაცივებული” ხალხის კიდევ უფრო გაცივება, დაშორიშორება, გათითოკაცება
შეკრებების აკრძალვა – ქორწილების, ნათლობების, ქელეხებისა და სხვა სარიტუალო სუფრების შემთხვევებში, – აზრი და მიზანი იგივეა, რაც პირველ პუნქტში, პლუს ყველა იმ ეროვნული ნიშანთვისებების გაქრობა, რაც ჩვენ და ჩვენნაირ ერთდროს თვითმყობად ერებს ჯერ კიდევ შემორჩათ.
ნიღაბი – ალიკაპი და ძაღლური მორჩილება.
აი, სულ ეს არის კორონას თავი და ბოლო, აზრი და მიზანი… და ეს ყველამ იცის.
მთელი ზაფხული ურეკში გავატარე. სავსეა ხალხი და აქ თუ სადმე ნიღბიანი დაინახეს, – სასაცილოდ არ ჰყოფნით, რადგან მართლა თეთრ ყვავს გავს.
არავითარი წესები, მხოლოდ ფორმალობა და ისიც აქაიქ… იმ ლოგიკით, რომ კორონა დაფრინავს, – ურეკის კლასტერი ყველაზე დიდი უნდა იყოს მსოფლიოში და ჩვენ და ჩვენს მოდგმას პირში სული აღარ უნდა გვედგას.
და რატომ ვართ ცოცხლები? პრინციპში იმიტომ, რომ “მარჩენალს” წელს გურიაში კორონა არ აწყობდა, ხოლო უფრო კი იმიტომ, რომ სინამდვილეში მკვლელი კორონა ბუნებაში არ არსებობს, თორემ აბა ბიძინა აღუდგებოდა ბუნების წესს, ღვთის ნებასა და გლობალურ პანდემიას?
პ.ს. ისე გუშინ ჩოლოქს იქით გადავიხედე ცალი თვალით და ქობულეთში ნაკლებად და უფრო ბათუმისკენ ისე სასტოულად მძვინვარებდა კორონა, მეტი რომ არ შეიძლება! სახეზე თლათ წითელი იყო და პირიდან ცეცხლებს აფრქვევდა!
/გრინ ბარეტი/”
კომენტარები