ურეკში, გალფის ბენზინგასამართ სადგურს თავს დაესხნენ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ბენზინგასამართ სადგურს ორი უცნობი პირი დაესხა თავს.მათ ბენზინგასამართი სადგურისა და მასთან მდებარე მარკეტის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მარკეტის თანამშრომელი ამბობენ, რომ მათ 112-ში შემთხვევის დროს დარეკეს, თუმცა პოლიციამ თავდამსხმელების დაკავება ვერ შეძლო.
გალფის მოპირდაპირედ ურეკის პოლიციის შენობა მდებარეობს.
კომენტარები