აშშ-ის საელჩო საქართველოში, წერილს და ფოტოებს ავრცელებს.
აშშ-ის საელჩო:
“სამცხე-ჯავახეთში 200-ზე მეტი ფერმერი რგავს კარტოფილის ჩითილს, რომელიც თესლიდან ჯერ ახალციხის ლაბორატორიაში გამოჰყავთ, შემდეგ კი ახალქალაქის სათბურში ზრდიან. ამ ადგილობრივ ჯიშებს მოსავლის გაორმაგება შეუძლია და უფრო მედეგია მცენარეთა დაავადებების მიმართ. ამასთან ერთად, ისინი ამცირებენ საქართველოს დამოკიდებულებას კარტოფილის იმპორტირებულ თესლზე.
ახალქალაქში ელჩი დეგნანი ფერმერებსა და აგრონომებს შეხვდა, რომ პირადად გაეგო, როგორ ეხმარება USAID-ის კარტოფილის პროგრამა ადგილობრივებს უახლეს ტექნოლოგიებში ინვესტირებით.”
კომენტარები