„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის განცხადებით, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 85% ტექინსპექტირებას არ გადის.
მესხიშვილის თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ აღნიშნული ავტოტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავი იყოს. „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ავტოსადგურები მოქმედ კანონმდებლობას აღარ ასრულებენ და ტექინსპექტირების გავლის შედეგებს აღარ ითხოვენ.
„რეგისტრირებული ავტოტრანსპორტიდან აქ იგულისხმება ავტობუსები და მიკროავტობუსები, ტექინსპექტირებას გადის მხოლოდ 15%. ანუ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ის სატრანსპორტო საშუალებები, ასეთი არის 85%, რომელიც ტექინსპექტირებაზე არ მიდის, არის ტექნიკურად გაუმართავი. როგორც ჩანს, ავტოსადგურები აღარ ასრულებენ მოქმედ კანონმდებლობას და ტექინსპექტირების გავლის შედეგებს აღარ ითხოვენ, დაახლოებით ყოველწლიურად 500 დაღუპულითა და ბევრი დაშავებული ადამიანით ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შედეგს აჩვენებს“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
კომენტარები