შორ გზაზე უსაფრთხო მგზავრობისთვის სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების გამართულობა ერთ-ერთი მთავარი პირობაა. სპეციალისტების რჩევით, შორ დისტანციაზე გადაადგილებამდე მნიშვნელოვანია, ყველა საჭირო დეტალი შემოწმდეს.
სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მფლობელებს „თეგეტა მოტორსი“ განახლებულ საგარანტიო პირობებს სთავაზობს. უსასრულო გარანტია ნებისმიერი ბრენდის აკუმულატორებსა და საბურავებზე ვრცელდება.
უსასრულო გარანტიის პირობებში, „თეგეტა მოტორსში“ შეძენილ აკუმულატორს სერვისცენტრში უსასყიდლოდ შეაკეთებენ ან მომხმარებელს თანხის 100%-ს აუნაზღაურებენ. გარანტიის პირობები შეიძლება გავრცელდეს როგორც გარეგანი ზემოქმედებით აკუმულატორის სრული ან ნაწილობრივი დაზიანებისას, ისე ელექტრონული გაუმართაობის შემთხვევაშიც.
სატვირთო ავტომობილისა და მიკროავტობუსისთვის კიდევ ერთი აუცილებელი დეტალი საბურავია. „თეგეტა მოტორსის“ უსასრულო გარანტია ნებისმიერი ბრენდისა და დანიშნულების საბურავზე მოქმედებს. აკუმულატორების მსგავსად, უსასრულო საგარანტიო პირობა გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი მიზეზით დაზიანების შემთხვევაში საბურავის აღდგენას ან 100%-მდე თანხის ანაზღაურებას.
სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მფლობელებს უსასრულო გარანტიით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში აკუმულატორისა და საბურავების შეძენა-დამონტაჟების შემთხვევაში შეუძლიათ.
—
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
კომენტარები