26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღლუმს ცუგაც ესწრებოდა.
მომღერალი, თიკა ჯამბურია, სწორედ მასზე წერს:
„აი, ამ უსაყვარლეს ცუგას, რომელიც 26 მაისის შემდეგ გახდა პოპულარული, ერთმა უსაყვარლესმა ბიჭმა საჩუქრად გამოუგზავნა ლოგინი, რომელიც დავუდგით “თავისუფლების მოედანზე” გადასასვლელში, კუთხეში ისეთ ადგილას, სადაც მაღაზიებს და გამვლელებს ხელს არ შეუშლიდა…
მოკლედ დღეს ჩავედი და აღმოჩნდა, რომ დაცვის უფროსს ბატონ რობერტს აწუხებდა ეს ლოგინი და მეტიც იქ მომუშავე ადამიანებსაც, რომლების მაღაზიებიდან საკმაოდ მოშორებით იდგა. ეს ლოგინი აუღიათ, იმიტომ რომ თურმე, ეს მათი საკუთარი ტერიტორიაა.
ბალიშის ზომის პატარა ლოგინი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, სრულიად მოშორებით მოვათვსე ხალხისგან და მაღაზიებისგან, თურმე მიუღებელია. ეს ძაღლიც გაუგდიათ და უშვერი სიტყვებით გამომლანძღეს კიდევაც…
მერე იტყვით, რომ ჩვენ ცუდი თაობა ვართ და სიყვარული და ურთიერთობის არაფერი არ გაგვეგება… არადა პირიქითაა ძვირფასო უფროსებო… ეს ცუგა დგას ახლა წვიმაში კიბეებთან იმის შიშით, რომ კიდევ ვინმე გამოაგდებს“
კომენტარები