“ვერ გავქაჩე ფინიშამდე, მეც გამაწითლეს” – ამ შინაარსით სტატუსი ცნობილმა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ბატონი ალექსანდრე წლებია რაც ინფექციურ საავამდყოფოში მუშაობს და სწორედ ის გახლდათ თენგიზ ცერცვაძის პირადი ექიმი, როდესაც ცერცვაძე კორონავირუსით გახლდათ ინფიცირებული.
ახლა თავად, სახლის პირობებში უწევს ვირუსთან ბრძოლა. ამბობს, რომ თუ მისი მდგომარეოაბა არ დამძიმდა, საავადმყოფოში საწოლის დაკავებას არ აპირებს.
AMBEBI.GE თან ალექსანდრე გოგინავა ამბობს:
– ამ ეტაპზე არამიშავს, სიცხე არ მაქვს, მშრალი ხველა მაქვს და ზოგადი სისუსტე. გეგმიური შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი მქონდა, მანამდე სიმპტომებიც არ მქონია. არ ვიცი, როდის დავინფიცირდი ან სად, იმდენად ხშირი შეხება მაქვს პაციენტებთან, აქამდე რომ არ დავინფიცირდი მიკვირს.
სახლში ვარ, იზოლაციაში. რასაც სხვებს ვურჩევდი, მეც იგივეს ვაკეთებ. ვსვამ სითხეებს, ვიღებ ლიმნიან წყალს და ვცდილობ ფიზიკურად ვიყო აქტიური. ასევე ვიკონტროლებ სიცხეს.
სანამ ჟანგბადდამოკიდებული არ გავხდები, სტაციონარს არ დავიკავებ, მას მძიმე პაციენტებს დავუთმობ. თუ უკიდურესი საჭიროება არ იქნება, ვეცდები, რომ სახლში დავამარცხო ვირუსი. მართალია, ახლა ჩემი პაციენტები ისე დარჩნენ, მაგრამ, ვისაც ამის საჭიროება აქვს, დისტანციურად დავეხმარები. რეალურად მე არ ვითვლები უსიმპტომო პაციენტად, რადგან მშრალი ხველა მაქვს. შეიძლება არც გამირთულდეს…
პირველ დღეებში ადამიანებს თუ არ აქვს ქრონიკული დაავადება ან ასაკში არ არის, მსუბუქი ფორმების დროს, არ არის საჭირო საწყის ეტაპზე ანალიზების ჩატარება.
კომენტარები