ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სუს-მა კონტროლზე ადვოკატის კაბინეტი აიყვანა. ძვირადღირებული დისტანციური მოსასმენი აპარატურა შენობაზე იყო მიმაგრებული, რომ უფლებადამცველის კონფიდენციალური საუბრები გაეკონტროლებინათ.
რამიშვილი დღეს პროკურატურაშიც კი დაიბარეს, რამიშვილმა გამომძიებლებს დაუდასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტიკურია.
მისი თქმით, მისი საუბრები ამერიკის საელჩოს, ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაარქივებული ჰქონდა.
“ანგარიში წარადგინეს ჩემი საუბრის, რომელიც ხდებოდა ჩემთან ოფისში , ჩემს კაბინეტში და ეს უკავშირდება, ამერიკის საელჩოში გამართულ შეხვედრას, სადაც ორსაათნახევრიანი შეხვედრა მქონდა პოლიტიკურ ოფიცერთან. საუბრის თემებზე მე ძალიან ვერიდებოდი დეტალურად მესაუბრა ვინმესთან.
ძალიან ხშირად ვამოწმებ ჩემს ოფისს და ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ოფისის გარედან მიეღოთ. წარმოუდგენელია, ოფისში მომხდარიყო რამის დამონტაჟება. მითუმეტეს წარმოუდგენელია ეს ინფორმაცია გასულიყო მათგან, ვისთანაც ეს საუბარი მქონდა. გამოდის რომ უნდა დავმუნჯდეთ და თვალებით ვისწავლოთ საუბარი?!”- აცხადებს ადვოკატი.
კომენტარები