დეკანოზი, თამაზ ლომიძე:
“ორი დღის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე იდგნენ რუსები და ამ, მათგან გაწამებულ, საზღვარმორღვეულ და ოკუპირებულ ქვეყანაში, უტიფრად მღეროდნენ რუსულ სიმღერებს. ზუსტად იქ, სადაც 9 აპრილს რუსებმა უმოწყალოდ დახოცეს ქართველები. სულელი და უთავმოყვარეო ქართველები შემოხვეოდნენ გარშემო და ტაშისკვრით ბღაოდნენ “ბრავო, ბრავოო”. აი, ძალიან ვაჟკაც და განსხვავებულთა ქვებით შემმუსვრელ ქართველებს მინდა ვკითხო: არ გეშინიათ, რომ ამის დამნახავი თქვენი შვილის ცნობიერება ირყვნება? რას უპასუხებთ შვილს, როცა გკითხავთ: მამა, ამ ხალხმა არ წაგვართვა აფხაზეთი, სამაჩაბლო, ამათ არ მოკლეს ტატუნაშვილი, აქ რატომ დგანან და მღერიანო? არ გეშინიათ, რომ ამ სისაძაგლის ნახვისას ნამდვილ ვაჟკაცად შეიძლება აღარ გაიზარდოს თქვენი შვილი? არ გეშინიათ, რომ ამ უმსგავსობის ყურებით უდარდელობის და მოღალატეობის შხამით იწამლება ხალხი რუსთაველზე? ესაა სწორედ სოდომური ცოდვები, ეს უდარდელობა, ეს უსირცხვილობა და შეუბრალებლობა. რატომ არ გამოდიხართ მარშით და არ აპროტესტებთ ამას?
კომენტარები