“ენმ”-ის წევრი, ხატია დეკანოიძე:
“გუშინ ვთქვი ჟურნალისტებთან – სუსის ეშინია ყველას, მერებსაც, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. აღმოჩნდა რატომ ეშინიათ – სუსის ტოტალური მმართველობა მოდის ქალაქებშიც და სოფლებშიც. თვითმმართველობას აუქმებენ. გესტაპოსავით იქცევიან.
ამ დროს, უტიფრებმა ჩემზე მთავარი კომპრომატი მოიფიქრეს – დადიან და ამბობენ ქუთაისელი არ არისო…
ქუთაისი გახდება პირველი ქალაქი – სადაც სუსი გაძევდება და ავირჩევთ პირველ შერიფს. ინვესტიციები შემოვა და გაფართოვდება ქალაქის ურბანული ნაწილი. დაბრუნდება ადმინისტრაციული სტატუსი.
აი ასე იქნება.”
კომენტარები