მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ. აღნიშნული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა და გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები); მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.
ნათია თურნავა:
„ჩვენ ამ მიზნობრივ აუდიტორიას ვიწვევთ საქართველოში და სპეციალური პირობებით ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას ვთავაზობთ. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენება გვინდა – საუბარია საზღვრის გახსნაზე ისე, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში შემოვუშვათ უკლებლივ ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზემოთხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნება, პროექტის ფარგლებში შემუშავდა განაცხადების მიღების პლატფორმა, რომლითაც გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში ყოფნის მსურველებს შეეძლებათ, რომ ისარგებლონ.
ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ვიზიტორების შემოსვლას. ეს ადამიანები დიდი ხნით იცხოვრებენ საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამით პირდაპირპროპორციულად დავეხმარებით ბინის გაქირავების ბიზნესსაც, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა, ასევე სასტუმროების სექტორს კარანტინის დროს, სარესტორნო ბიზნესს და სხვ. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე ტურისტულ კომპანიებს, ტრანსპორტისა და გიდების სერვისების აქტიურად გამოყენებას, რადგან გრძელვადიანი ვიზიტორები ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტები იქნებიან.
ჩვენ პროექტს უახლოეს დღეებში საჯაროდ გამოვიტანოთ განსახილველად, რათა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ დაიწყონ აპლიკაციების შევსება, საქართველოში იმოგზაურონ და საკუთარი ბიზნეს საქმიანობა აქედან აწარმოონ”
ამ განცხადებას აკეთებს მთავრობა, რომელსაც ქართველი ემიგრანტები დღესაც არ ჩამოყავს ქვეყანაში!
ფულიანი უცხოელი ჩამოვიდეს, რა საჭიროა უფულო ქართველი. ვაი, თქვენ პატრონს, როგორ ცუდად შემოგიბრუნდებათ ეგ კანონი და უცხოელებზე უვადოდ გაცემული ვიზები.
ვისაც უნდა ჩამოვა და რამდენი ხანიც უნდა დარჩება… როგორ მოიფიქრეთ ასეთი ბრწყინვალე გეგმა…
ბინას იქირავებენ და რესტორანში შეჭამენო – სახლი რომ იყიდონ და არც რესტორანში იარონ – გააგდებთ?
ჯერ იყო და ივანიშვილმა ევროპაში წადით სამუშაოდო…
ახლა გვეუბნებით, სამუშაო ადგილებს ვერ ვქმნით, ამიტომ იმ უცხოელებმა იცხოვრონ საქართველოში, ვისაც უცხოეთიდან ფულს ჩაურიცხავენო…
ალია
კომენტარები