საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძვირფასო უცხოეთში მომუშავე ქართველო ექიმებო, ვიცი რომ, ძალიან გინდათ დაეხმაროთ თქვენს სამშობლოს, ვიცი თქვენი გულის ტკივილი მაგრამ, გაიგეთ რომ, არავის უნდა თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი წარმატებული კარიერა, თქვენი გამოცდილება, თქვენი ნიჭი ამ საქართველოში, არაა ..
არ უნდათ ბიჯო, გაიგეთ, შეიგნეთ, შეირგეთ, დატკბით და იამაყეთ თქვენი წარმატებით, დაფასებით, და კარიერული ზრდით იქ სადაც ხართ, დამიჯერეთ, საკუთარ ტყავზე გამოვცადე მე ეს ყველაფერი და სანამ არ მივხვდი რომ, ამათ უნდათ და აწყობთ “იქ ჯდომა სადაც ზიან” ბევრი ვიომე, ვინერვიულე და ვითავცემე…
შეეშვით, დაანებეთ თავი. მათ არ სურთ თქვენი იქ ყოფნა, არაა, თავიანთ “საათივით აწყობილ” და “გახოდილ” გეგმებს ურევთ .. გაიგეეთ? ვიცი ჰიპოკრატეს ფიცი გავალდებულებთ მაგრამ…”
კომენტარები