საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის სკანდალურ განცხადებას „ფეისბუქში“ ეხმაურება:
„ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”
დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი წერს:
“ამ ბრბოს, 43 წელია უწმინდესის პატრიარქობა ლოდად აწევთ გულზე. ამ შურით აღვსილი გულით, სიცოცხლეში შეეჩვივნენ გულზე ლოდს.”
ანდრია გეწაძე აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ეს 2018 წლის მათივე განცხადებებია ..კარგად ჩანს რომ ეს ხალხი ეწევა სიცრუისა და შფოთის გავრცელებას საზოგადოებაში და ამას რა თქმა უნდა აფიშირებას უწევენ ისევ მათივე თანამოაზრე ანტი ქართული მედიის წარმომადგენლები..მათი სურვილია იყოს არეულობა დედა ეკლესიაში მაგრამ ღვთის შემწეობით ეს მზაკვარი სურვილები სურვილებად რჩებათ ისევ. ღმერთმა მრავალჟამ გვიმყოფოს ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი და ღმერთმა გააძლიეროს ღირსეული მოსაყდრე საპატრიარქო ტახტისა მიტროპოლიტი შიო. ქართველი ადამიანი ბრძენია და ყოველივეს სწორად შეაფასებს..”
ცნობისთვის, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე.
რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებდნენ:
კომენტარები