საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, დღეს ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ.
უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა“
კომენტარები