საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კლინიკა „მედინაში“ იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
უწმინდესმა სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ილია მეორემ საავადმყოფოში დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყო.
უწმინდესმა ცენტრის დატოვების დროს დაცვის თანამშრომლებს მიმართა და ჟურნალისტებს გადაღების საშუალება მისცა. კადრებში ჩანს, რომ პატრიარქი ტერიტორიას ავტომობილით ტოვებს.
ტელევიზია “აჭარა”
კომენტარები