ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე მისი შესაძლო განკვეთის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:
“უწმინდური და სოდომითი პატრიარქი უკვე გასულია რჯულის კანონის ჩარჩოებიდან, თქვენი მონა მორჩილი, მიტროპოლიტი პეტრე კი რჩება რჯულის კანონში
პირველ რიგში განხილული უნდა იყოს ჩემი უკანონოდ დასჯის საკითხი, და აღგენილი უნდა იყოს მიტროპოლიტი პეტრე, როგორც უწმინდური პატრიარქის მიერ უკანონო ბრძანებით დასჯილი. შემდეგ უნდა დადგეს პატრიარქის განკვეთის და არა გადაყენების საკითხი, რამეთუ შეუძლებელია ცრუ პატრიარქი, კგბ-ს მიერ დანიშნული მართავდეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, ეს არის ერის სირცხვილი“, – ამბობს მეუფე პეტრე.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11 თებერვალს დაგეგმილ სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები სხვა საკითხებთან ერთად მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხსაც განიხილავენ.
კომენტარები